სასწავლო პროექტი


1. პროექტის  სახელწოდება: ჩვენი  სოფლის  აკეთის  (გაგური)  სახელის წარმოშობის  შესახებ.

2. პროექტის  მთავარი  იდეა: გავაცნო  მოსწავლეებს  საკუთარი  სოფლის  ისტორიული  წარსული, გაიმდიდრონ  ცოდნა  თავისი  სოფლის  შესახებ.

3. პროექტის  აქტუალობა: პროექტი  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეებში  კვლევითი  უნარ–ჩვევების  გამომუშავებას.

4. პროექტის  მიზნები:გაეცნონ  საკუთარი  სოფლის  ისტორიულ  წარსულს, მის  აწმყოსა  და  მომავალს.

5. მონაწილეთა  ასაკი: 15–16 წელი.

6. ვადები: 20 დღე.

7. მოსალოდნელი  შედეგები: მოიძიებენ  საჭირო  მასალებს  ამ  სოფლის  სახელის  წარმოშობასთან  დაკავშირებით, მის  ისტორიულ  წარსულს, გამოუმუშავდებათ  ისტორიულ  მასალაზე  კვლევა–ძიების  უნარ–ჩვევები.

8  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  საჭირო  ლიტერატურის  შეგროვება. თედო  სახოკიას  ,,მოგზაურობანი,,

9. პროექტის  მსვლელობა: მოსწავლეებს  გავაცნობ  პროექტის  თემას  და  დავყობ 2ჯგუფად, თითოეულ  ჯგუფს  უხელმძღვანელებს 12 კლასის  მოსწავლეები, პირველი  ჯგუფი  მოიძიებს  მასალებს  სოფლის  წარსულის  შესახებ, ხოლო  მეორე  ჯგუფი  მის  დღევანდელ  ყოფასა  და  მომავლის  შესახებ, დაასახელებენ  სოფელში  ცნობილ  ადამიანებს, ისაუბრებენ  მის  ეკონომიკაზე, როგორ  წარმოიშვა  ამ  ორი  სოფლის  სახელი,  რის  მოპოვებას  უკავშირდება  სახელები ,,აკეთი,,და  ,,გაგური,,, რომ  დღესაც  ხდება  იმ  მიწის  ამოღება  და  გადამუშავება, რომელიც  მოიპოვება  ამ  სოფელში, რომელიც  საუკეთესოა  კრამიტისა  და  აგურის  დასამზადებლად.

10. საგნებთან  კავშირი: მოსწავლე ბანსაზღვრავს  ისტორიული  გეოგრაფიის  ადგილს, შეუძლია  საგანმანათლებლო  მიზნით  სხვადასხვა  რესურსით  სარგებლობა.

11. პროექტის  ხელმძღვანელი: ტარიელ  ხინიკაძე.

12. ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: txinikadze@gmail.com